მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ში დიდი რეორგანიზაცია იგეგმება

634cf5f9a24c3
გიორგი არონია
17.10.22 10:31
768

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, ამერიკული Goldman Sachs-ი მნიშვნელოვან რეორგანიზაციას გეგმავს, რომლის ფარგლებში, ორგანიზაციაში საინვესტიციო ბანკინგის საბროკეროსთან, ხოლო აქტივების მართვის მიმართულების სიმდიდრის მართვის დეპარტამენტთან შერწყმა იგეგმება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ამასთანავე, რეორგანიზაციის შედეგად, ბანკის საცალო მიმართულება აქტივებისა და სიმდიდრის მართვის დეპარტამენტს დაექვემდებარება.

გამოცემის ინფორმაციით, ბანკის რეორგანიზაციის შესახებ მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დევიდ სოლომონი მიმდინარე კვირაში განაცხადებს. როგორც ჩანს, ის კომპანიის მიერ მესამე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს უკავშირდება, რომლებიც Goldman Sachs-მა 18 ოქტომბერს უნდა გამოაქვეყნოს.

თუ როგორ შეიცვლება მაღალი მენეჯმენტის სტრუქტურა რეორგანიზაციის შედეგად, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, როგორც ირკვევა, საბროკერო მიმართულების თანახელმძღვანელი, მარკ ნაქმენი ახლად ჩამოყალიბებული დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნება. 


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.