30.სექტემბერი .2020 22:52

“პეკინზე შესამჩნევია, რომ პარკირების თავისუფალი ადგილები არის”

“პეკინზე შესამჩნევია, რომ პარკირების თავისუფალი ადგილები არის”
views 846
უკან

“პეკინზე შესამჩნევია რომ თავისუფალი პარკირების ადგილები არის”-ამის შესახებ BM.GE-ის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანმა ზონალურ-საათობრივი სისტემის ეფექტურობის შეფასებისას განუცხადა.

როგორც წილოსანი ამბობს, თბილისში, პეკინის გამზირზე მას შემდეგ რაც აღნიშნული პარკირების სისტემა ამოქმედდა, უკვე შეიმჩნევა, რომ ადამიანები ნაკლებად იყენებენ ავტომობილებს. მისი თქმით, მსგავსი ეფექტის მოლოდინი აქვთ ვაკის რაიონის შემთხვევაშიც.

“იდეალური შემთხვევა არის როდესაც საპარკინგე ადგილების 15% თავისუფალია და 85% არის დატვირთული. დღეის მდგომარეობით შეგიძლიათ გაიაროთ პეკინზე და უკვე შესამჩნევია რომ პარკირების თავისუფალი ადგილები არის. ეს ნიშნავს იმას, რომ შემცირდა ამ ტერიტორიაზე მოტორიზაცია და ადამიანები უფრო ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილებს. მსგავსი მოლოდინები გვაქვს ვაკესთან მიმართებაშიც და ეს რეფორმა გაგრძელდება ყველა იმ ადგილზე, სადაც ჩვენ მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მაღალი არის მოტორიზაციის კოეფიციენტი", - ამბობს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი.

ცნობისთვის, პეკინზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბერს ამოქმედდა. იმ ქუჩებზე კი სადაც ზონალურ საათობრივი სისტემა მოქმედებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება არის უფასო. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი საათში 1 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა