11.იანვარი .2020 13:00

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

views 278
უკან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ20-კმ55 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთს, აქ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.