15.აგვისტო .2020 09:00

“გომმა” სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც დაიწყო

views 542
უკან

კომპანია “გომმა” შემცირებული გაყიდვების გათვალისწინებით ბაზარს სადეზინფექციო საშუალებები შესთავაზა. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დაგეგმარების ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა განუცხადა.

როგორც თაბაგარი ამბობს, ეს გადაწყვეტილება კომპანიაში პანდემიის პერიოდში მათ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო მიიღეს, რამაც კომპანიას მცირედით მაინც მისცა შესაძლებლობა შემცირებული შემოსავლები დაებალანსებინა.

“ჩვენ არ გავჩერებულვართ და სიტუაციიდან გამომდინარე მივხვდით, რომ ბაზრისთვისაც საინტერესო იყო რომ სადეზინფექციო საშუალებები იაფ ფასად მიგვეწოდებინა, რადგან ბაზარზე ძალიან ძვირი იყო. ყველაზე იაფი სადეზინფექციო ხსნარი შევქმენით, ჰქვია "სუფთა სამყარო" და სამი დასახელების ბოთლშია. ამით კომპანიამ ცოტათი ამოისუნთქა, იმიტომ რომ ყველაფრის გაყიდვები ძალიან დაცემული იყო. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ სპირტი გვქონდა, დენატურატი შევქმენით, იმიტომ რომ პირდაპირ სპირტის გამოყენება არ შეიძლებოდა, ხარისხს არ აფუჭებს, მაგრამ ალკოჰოლურ ბაზარზე შეიძლება შეიჭრას და რაღაც რყევები გამოიწვიოს", - აღნიშნა კომპანია “გომის” დაგეგმარების ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგამა.