მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google- მა ჟურნალისტებს ახალი სმარტფონები პიცის ყუთებით გაუგზავნა

5da7173972e59
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 00:30
1327

Google– მა თავისი ახალი Pixel 4 სმარტფონები ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უჩვეულო შეფუთვით გაუგზავნა. როგორც forbes წერს, კომპანიამ მობილურები Domino-ს პიცასთან ერთად ყუთებში განათავსა და გასატესტად მედიის წარმომადგენლებს დაურიგა.



ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად ცნობილმა ბლოგერმა სემ შეფერმა გაავრცელა. მან  სოციალურ ქსელში ფაქტის დამადასტურებელი ფოტოებიც ატვირთა.



სმარტფონი Pixel 4 და Pixel 4 XL კომპანიამ სამშაბათს წარადგინა. წინა ვერსიებთან შედარებით, მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გაუმჯობესებული კამერაა, რომლის საშუალებითაც მაღალი ხარისხის სურათების სიბნელეში გადაღებააცაა შესაძლებელი. ამას გარდა, მწარმოებელმა თითის ანაბეჭდის სენსორის ფუნქცია გააუქმა, ის ირწმუნება, რომ ახალ სმარტფონს აქვს ყველაზე სწრაფი და სანდო განბლოკვის სისტემა სახის ამოცნობის გამოყენებით.


ახალი "პიქსელების" ეკრანი  OLED ტექნოლოგიითაა დამზადებული. Pixel 4-ის დიაგონალი 14.5 სანტიმეტრამდეა, Pixel 4 XL-ის  კი 16 სანტიმეტრი. მობილური  Snapdragon 855 პროცესორითა და  6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითაა აღჭურვილი.