მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე $7 მილიარდს დახარჯავს

6054c1f30273a
ნათია თაქთაქიშვილი
21.03.21 16:10
993
Google 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე 7 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. კომპანია სამუშაო ადგილების შექმნას მიმდინარე წელს ატლანტაში, ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში აპირებს. ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Google-მა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გადაწყვეტილება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო. როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, მიმდინარე წელი ეკონომიკის აღდგენის დასაწყისი იქნება და ოფისებში დაბრუნებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს.

"2021 წელს აშშ-ში დიდი ინვესტიციის ჩადებას ვაპირებთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ მონაცემთა დამუშავების უფრო მეტი  ცენტრი, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. ეს გარკვეულწილად ეკონომიკური აღდგენის წინაპირობაც გახდება“, - განაცხადა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა რუტ პორატმა.

Google-ი აცხადებს, რომ 2028 წელს ნიუ-იორკის ოფისში კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდება.