მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital: 1-9 მარტის პერიოდში ახალი იპოთეკური სესხები წლიურად 10.4%-ით შემცირდა

604f436e0d968
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.21 20:00
782
TBC Capital-ის ყოველკვირეული აღგენის დინამიკის მიხედვით, საქართველოში ახალი იპოთეკური სესხების გაცემის კლებამ მარტის დასაწყისში, დაახლოებით, იგივე ნიშნული შეინარჩუნა, კონკრეტულად კი 1-9 მარტის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 10.4%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით).

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია.

ამასთან, იანვარში მკვეთრი შემცირების შემდეგ, თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის წლიური ზრდის მაჩვენებელმა -4% შეადგინა.