მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ჯონსი: "ჯანმო ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებით მეცნიერებას უგულვებელყოფს"

61091310aa0de
BM.GE
03.08.21 15:00
1739
თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესაძლო სარგებლის შესახებ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის განსხვავებული შეხედულებები არსებობს. სამეცნიერო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს მილიონობით მწეველს, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას და გადავიდნენ თამბაქოს შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე.

თუმცა, ამ შეხედულებას არ იზიარებს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, უარყოფს სამეცნიერო მტკიცებულებებს და უპირისპირდება თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს. შედეგად, რისკის ქვეშ აყენებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, - წერს დევიდ ჯონსი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი.

“თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა, ტრადიციულ მოწევასთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია. ჩვენ იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას, ვურჩევთ, გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე”, - წერია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ადმინისტრაციის, Public Health England-ის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ექსპერტებისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.

“ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას. ნიკოტინის მომწოდებელი ელექტრონული სისტემები ზიანის შემცველია და ამიტომ, აუცილებელია, მოხდეს მათი მკაცრი რეგულირება. იმ ქვეყნებში, სადაც არ ხდება თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების კონტროლი, მთავრობებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა იმისათვის, რომ დაიცვან საკუთარი მოსახლეობა თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ზიანისგან”, - აცხადებს ჯანმო.

ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების დამატებით საფრთხედ არასრულწლოვანთა მხრიდან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების ინიციაციის ხელშეწყობას ასახელებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, უდავოა, რომ აუცილებელია არასრულწლოვანთა და არამწეველთა შორის თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების პრევენცია, თუმცა ის ზრდასრული მომხმარებლები, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, საჭიროებენ გონივრული არჩევანის შესაძლებლობას.

თამბაქოს წვის შედეგად გამოიყოფა ნიკოტინი, კუპრი და კვამლი - რთული ნაერთი, რომელიც შეიცავს 6000-მდე ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 100 მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერებად სახელდება.

"შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობები, როგორებიც არის თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები და ელექტრონული სიგარეტები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ამცირებს ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს", წერს დევიდ ჯონსი.

სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, ჯანმო ქვეყნების მთავრობებს აკრძალვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

თუმცა, თამბაქოს ზიანის შემცირების ხელშეწყობისთვის, დიდი ბრიტანეთის All-Party Parliamentary Group-მა შექმნა ინიციატივა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს: გაავრცელოს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე არსებული რეგულაციები თამბაქოს სხვა ელექტრონულ, შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებზე, რაც ამ კატეგორიის გაფართოებას გამოიწვევს. ასევე, დააწესოს რეგულაციები ნიკოტინის პლასტერებზე, რომლებიც ამჟამად არ რეგულირდება.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში სნუსი არალეგალურ პროდუქტს წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ამ პროდუქტის გამოყენების შედეგად მილიონობით ზრდასრულმა მწეველმა დაანება თავი ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

"ჯანმოს მიდგომებისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების შეხედულება დაფუძნებულია სამეცნიერო მტკიცებულებებზე და მიზნად ისახავს, დაეხმაროს იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, - ამბობს დევიდ ჯონსი.