უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედეროვმა Viber-ის და Paypal-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს რუსეთის მათი სერვისებიდან დაბლოკვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ მინისტრმა Facebook-ში დაწერა და თან გაავრცელა ოფიციალური წერილის ასლებიც.
„შეიარაღებული ძალები და მოქალქეები უკრაინას ბოლომდე იცავენ. მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება აგრესორს სანქციების დაწესებით - მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი უნდა განიცადოს. თუმცა, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა - 2022 წელს, თანამედროვე ტექნოლოგია ალბათ არის საუკეთესო პასუხი ტანკებზე, რაკეტების გაშვებაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არამხოლოდ მოგვისმენთ, არამედ გააკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია უკრაინის, ევროპის და მთლიანი მსოფლიოს დემოკრატიის დასაცავად სისხლიანი ავტორიტარული აგრესიისგან. მოგმართავთ დაბლოკოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წვდომა PayPal-ის სერვისებზე“, - წერია PayPal-ის აღმასრულებლისთვის გაგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, მანამდე მინისტრმა მიხაილო ფედეროვმა „ტვიტერზე“ ილონ მასკს თხოვნით მიმართა, რომ უკრაინაში SpaceX-ის ინტერნეტი Starlink გაევრცელებინა, რაზეც მასკისგან მიიღო პასუხი: „Starlink სერვისი უკრაინაში უკვე აქტიურია. მალე მეტი ტერმინალი იქნება“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს