19.ივნისი .2020 15:33

Google Chrome-ის ბრაუზერს მომხმარებლის სათვალთვალოდ იყენებენ - Awake Security-ის ანგარიში

views 323
უკან

კიბერუსაფრთხოების კომპანია Awake Security-მ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, Google Chrome-ის ბრაუზერს მომხმარებლის სათვალთვალოდ იყენებენ. ამის შესახებ ინორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ახალ ანგარიშშია აღნიშნული, თაღლითურმა თვალთვალმა შეიძლება დააზიანოს მომხმარებლის ინტერესები და ნეგატიური გავლენა მოახდინოს სხვადასხვა სექტორების ფართო სპექტრზე, მათ შორის, საფინანსო, ჯანდაცვა და სამთავრობო ორგანიზაციები.

გამოცემის მიხედვით, Google Chrome-ის ბრაუზერი წარსულშიც არაერთხელ გამოუყენებიათ კიბერშეტევების საწარმოებლად და მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალშიც აღინიშნა.

თავის მხრივ, Google აცხდებს, რომ კომპანია მუშაობს ბრაუზერის კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესებაზე.