მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კავშირშია კლინიკების რეგულირების გამკაცრება კოვიდის მეორე ტალღასთან?

5ef2f8b87c692
ინგა მურუსიძე
24.06.20 10:55
1054
კორონავირუსის მეორე ტალღას ქვეყანა ვერ გადაიტანს, თუკი მარეგულირებელ სააგენტოს უფლებამოსილება არ ექნება დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტში, ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"სამომავლოდ, როცა ჩვენ ისევ ვემზადებით კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, აქ ძალიან მწვავედ დაისვა მარეგულირებელი გარემოს გამკაცრების საკითხი, განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან მიმართებაში. როცა მე ვსაუბრობ ტექნიკურ რეგლამენტზე, მაღალი რისკის საქმიანობის მქონე დაწესებულებებთან მიმართებაში, რომელიც განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით და ემყარება ბაზისურ მოთხოვნებს, რაც არის მაგალითად პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, აღჭურვილობის საკითხი და გამართული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ პაციენტრების ტრიაჟი და გადანაცვლება კლინიკაში მოხდეს უსაფრთხოდ, ჩვენ უკვე ამ პერიოდში გაკეთებულმა შეფასებებმა გვიჩვენა, რომ მივდივართ სამედიცინო დაწესებულებაში, აქ არის დარღვევა, მაგრამ ჯარიმის დაწესების გარდა მარეგულირებელს არ აქვს ბერკეტი, განახორციელოს შესაფერისი რეაგირება. ამდენად, მეორე ტალღას ქვეყანა ვერ გადაიტანს, თუ მარეგულირებელს არ ექნება უფლებამოსილება მან დარღვევებზე განახორციელოს სათანადო რეაგირება", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კორუფციის შესაძლო რისკებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა არაერთგვაროვანია.

"რიგ ქვეყნებში, მაღალი რისკის შემთხვევაში, მარეგულირებელს აქვს უფლება კლინიკაში შევიდეს მოულოდნელად, მაგალითად კლინიკა გაფრთხილდეს რამდენიმე საათით ადრე და მარეგულირებელმა ის შეამოწმოს", - განაცხადა გაბუნიამ.