მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი და Apple-ი ToTok-ის აპლიკაციას დაბლოკავენ

5e04b4a99d1a7
ნათია თაქთაქიშვილი
27.12.19 00:00
1178
Google-მა და Apple-მა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს ToTok-ის აპლიკაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც მსოფლიოს გავლენიანი კომპანიები აცხადებენ WhatsApp-ის მსგავსი აპლიკაცია გამოიყენება სახელმწიფო ჯაშუშობისთვის. აღნიშნულ ინსტრუმენტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყენებენ.

მოცემული მომენტისთვის აპლიკაცია "დროებით მიუწვდომელია" Apple App Store- ზე და Google Play Store- ზე "ტექნიკური პრობლემის“გამო.

Google- მა აპლიკაცია გასულ კვირას მოხსნა, ხოლო Apple-მა რამდენიმე დღის დაგვიანებით.

აღსანიშნავია, რომ  მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ ToTok-ის აპლიკაცია ჩამოტვირთული საკუთარ სმარტფონზე შეუძლიათ გააგრძელონ მისი გამოყენება შეფერხებების გარეშე.