მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი და Facebook-ი ანტიმონოპოლიური გამოძიების წინააღმდეგ ერთიანდებიან

5fe3237101e86
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 23:20
793
Google-ი და Facebook-ი შეთანხმდნენ, რომ კომპანიები გაერთიანდებიან და ერთმანეთს დაეხმარებიან თუ მთავრობა რომელიმეს წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას, Google-ი Facebook-თან ანტიმონოპოლურ გარიგებაში დაადანაშაულეს, რომლის მიზანიც იყო მისი უკვე დომინანტი ონლაინ სარეკლამო ბიზნესის კიდევ უფრო გაზრდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ Google- მა და Facebook-მა იცოდნენ, რომ მათი შეთანხმება ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყებას გამოიწვევდა.

Google-ი უარყოფს აშშ-ის ხელისუფლების ბრალდებებს, რომ კომპანია Facebook-ს რაიმე პრივილეგიას აძლევს.

სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიები მსგავსი ფორმით თანამშრომლობაში 2017 წელსაც იყვნენ შემჩნეულნი, სავარაუდოდ სწორედ მაშინ შეთანხმდნენ თავიდან აეცილებინათ კონკურენცია ონლაინ ბაზრის რიგ სფეროებში.