მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი ფოტოშოპის ამომცნობ სერვისს ამატებს

5e3ac1f3f3bae
მარიამ ადამია
06.02.20 00:00
2245
Google-ის შვილობილი კომპანია Alphabet-ი, ფოტოზე "ფოტოშოფის" ამოცნობის ფუნქციას ამატებს, რაც ჟურნალისტებს ე.წ ფეიკ-ნიუსებისა და ფოტოების ამოცნობის შესაძლებლობას მისცემს. მისი საშუალებით ადამიანები დეზინფორმაციას ამოიცნობენ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული.

The New York Times-ის ინფორმაციით, აპლიკაცია 7 დეტექტორისგან შედგება და თითოეული მათგანი შექმნილია კონკრეტული ფოტომანიპულაციის დასადგენად, მათ შორის გამოააშკარავებს ფილტრებს, ობიექტების კლონირებას, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ობიექტებს და ფოტომონტაჟს. მის შექმნაზე  კალიფორნიის უნივერსიტეტმა ბერკლიში და იტალიის ნეაპოლის უნივერსიტეტმა იმუშავეს.

როგორც თავად შემქმნელები ამბობენ, ეს დეტექტორები მასშტაბურად პრობლემას ვერ მოაგვარებენ, თუმცა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენენ.