მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი მომხმარებლებს თამაშების პლატფორმას სთავაზობს

5dce43cda07a0
მიხეილ ხაჩიძე
16.11.19 00:31
1399

ინტერნეტგიგანტი Google-ი ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ერთვება. ტექნოლოგიური კონცერნი ახალ გვერდს Google Stadia-ს ქმნის. როგორც კომპანიის განმარტავენ "ეს იქნება ძალიან ამბიციური ახალი პლატფორმა, რომლის მიზანია იყოს თამაშების Netflix".



Google-ის ახალი პროექტი 19 ნოემბრიდან ამოქმედდება. Google Stadia-ის აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მომხმარებლებს, ნებისმიერი წერტილიდან თამაშების მრავალფეროვან ინდუსტრიაში ჩაბმა შეეძლებათ. მომსახურება ფასიანია. მინიმალური პაკეტი თვეში 10 დოლარი ეღირება.



შეგახსენებთ, ვიდეოთამაშების პლატფორმის შექმნის შესახებ ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში თამაშების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.