მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის დედა კომპანია ინდოეთში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

5f0c4d3d8026c
ნათია თაქთაქიშვილი
13.07.20 22:39
1242
Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ი აცხადებს, რომ კომპანია 10 მილიარდი აშშ დოლარდის ინვესტირებას გეგმავს ინდოეთში მომავალი 5-7 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინვესტიციის მიზანია ინდოეთში განავითარონ სწრაფი პროგრამული უზრუნველყოფა და აპლიკაციების პლატფორმა. Google-ი ინდოეთს განიხილავს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარს ინტერნეტსერვისის თვალსაზრისით.

„10 მილიარდის ინვესტირება გამოხატავს ჩვენს ნდობას ინდოეთის მომავლისა და მისი ციფრული ეკონომიკის მიმართ, აღნიშნული თანხის ინვესტირებას ჩვენ ვგეგმავთ ეკოსისტემური საშუალებებით”, – განაცხადა Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სანდარ პიჩაიმ.

შეგახსენებთ, Google-მა რამდენიმეჯერ უკვე გააკეთა პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიცია ინდურ სტარტაპ აპლიკაცია Dunzo-ში.

Google-ი ასევე გეგმავს ფოკუსირება გააკეთოს ხელოვნური ინტელექტის და განათლების სისტემის განვითარებაში ინდოეთის მასშტაბით.