მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google კორონავირუსთან ბრძოლისთვის $800 მლნ-ს დახარჯავს

5e7f099f9fab7
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 12:35
1173
Google კორონავირუსთან ბრძოლისთვის $800 მლნ-ზე მეტს გაიღებს. აღნიშნული თანხა ბიზნესების, ორგანიზაციებისა და ჯადაცვის მუშაკების მხარდაჭერას მოხმარდება. ინფორმაციას CNN-ი Google-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელ სუნდარ პიშაის ბლოგ-პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამასთან, როგორც ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაში აცხადებენ, ისინი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) და გლობალურ სამთავრობო უწყებებს ჯამში $250 მლნ-ს სარეკლამო გრანტის სახით გადასცემენ, რათა უზრუნველყონ კორნავირუსთან ბრძოლის შესახებ საჭირო ინფორმაციის გავრცელება.

კიდევ $340 მლნ სარეკლამო გრანტის სახით მოხმარდება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, რომელთა ანგარიშები აქტიურია ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, Google-ი ერთ-ერთია იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს გამოყოფს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლისთვის.

Google-ის მსგავსად Facebook-მაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უფასო სარეკლამო პაკეტს სთავაზობს, რათა კორონავირუსის შესახებ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს. თუმცა, WHO-ს ჯერ რაიმე სახის რეკლამა Facebook-ზე არ განუთავსებია.