28.აპრილი .2020 00:10

Google-მა ანდროიდის Play Store-დან 103 აპლიკაცია წაშალა – სია

views 4151
უკან

Google-მა ანდროიდის Play Store-დან 103 აპლიკაცია ამოიღო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ აპლიკაციებს უსაფრთხოების კუთხით პრობლემები ჰქონდათ, და მათი აღწერა არ შეესაბამებოდა სიმართლეს. CyberNews–ის ცნობით, წაშლილ 103 აპლიკაციას დაახლოებით 69 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.

აპლიკაციების შესაბამისობის კვლევა CyberNews–მა ჩაატარა, რომელიც აცხადებს, რომ აპლიკაციები დეველოპერების ორგანიზებული ქსელის ნაწილი იყო, რომლებიც მომხმარებლების მონაცემებს იყენებდნენ მათი ლოკაციის მიხედვით, შემდეგ კი ამ ინფორმაციებს მარკეტინგულ კამპანიებს აწვდიდნენ ათასობით დოლარის სანაცვლოდ.

103 აპლიკაციიდან ბევრი, ითხოვდა წვდომას მომხმარებლის მიკროფონზე და კამერაზეც. როგორც Forbes–ი იტყობინება, დეველოპერების აღნიშნული ჯგუფი დიდი ალბათობით ჩინური ქსელია, რომელიც პოპულარული აპლიკაციების კლონირებით არის დაკავებული.

გთავაზობთ Google-ის მიერ წაშლილი აპლიკაციების სიას, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თუ რომელიმე მათგანი კვლავ გვაქვს მობილურში, წავშალოთ:

Daniel Malley – ვიდეოს სამონტაჟო პროგრამა, ასევე ჰოროსკოპი, ხმის შემცვლელი და ა.შ ფუნქციებით;

Alex Joe – მაკიაჟის აპლიკაცია;

Arrow Frankie – ვიდეოს სამონტაჟო პროგრამა, ასევე ზარების ავტომატური ჩამწერი აპლიკაცია;

Rusty Mari – ეკრანის ჩამწერი, სელფის კამერა ფოტოს სამონტაჟო ფუნქციით;

Weldon Hazeltine – PDF-ის სკანერი, მოსადუნებელი მუსიკისა და ფოტო კოლაჟის შემქმნელი აპლიკაცია და ა.შ;

Jacinto Macias – ეკრანის ჩამწერი, ვიდეოს სამონტაჟო, ფოტო კოლაჟის მოსამზადებელი და ა.შ;

Flavia Sleeman – ვიდეოს და ფოტოს სამონტაჟო, ეკრანის ჩამწერი და ა.შ;

Douglas Morace – ზარების ჩამწერი, ე.წ Locker-ი და ა.შ;

Dulcie Lawing – ვიდეო ეფექტების, მაღვიძარას და წამლის დალევის შემხსენებელი, ასევე მენსტრუალური ციკლის კალენდრის აპლიკაცია და ა.შ;

Kylian Mbapee – ეკრანის თემების და ე.წ Locker-ის აპლიკაცია;

ProCam – HD კამერა, ვიდეო, ფოტო, მაკიაჟის კამერა და ა.შ;

Evan Well – თმის სტილის აპლიკაცია, ყვავილების დასახატი აპლიკაცია და ა.შ;

Samuels Dynamo – ელემენტის დასატენი, მეხსიერების გასაზრდელი და ა.შ;

Fruit VPN – Better Connect – Kiwi VPN Connection For IP Changer;

Carrie Waters – ხმის ამწევი, ანტივირუსის და ე.წ ქულერის აპლიკაცია;

Antoine Kenyon – ინტერნეტის სიჩქარის შემმოწმებელი, მონაცემების შემნახველი აპლიკაცია და ა.შ;

Darry Cowlly – ვარჯიშის პროგრამა და ა.შ;

Gaspard Aden – ზარების ჩამწერი აპლიკაცია;

Alfred Persen – ხმის ამწევი;

Hwan Seon – ხმის ჩამწერი, QR კოდის სკანერი და ა.შ;

Virgilo Malley – ვიდეოს სლაიდშოუს აპლიკაცია, ფოტოს სამონტაჟო და მაკიაჟის კამერის აპლიკაცია;

Hudson Parker – ეკრანის ჩამწერი, ვიდეოს სამონტაჟო და ა.შ;

Wilfred Wessner – ტელეფონის ე.წ ქულერი, და ა.შ;

Adaline Garraway – ვიდეოს სამონტაჟო, ემოჯების აპლიკაცია, კალკულატორის აპლიკაცია და ა.შ;

Armel Bilton – ვიდეოს სამონტაჟო და ა.შ;

Lukas Podolskies – ვიდეოს სამონტაჟო, ზარების ავტომატური ჩამწერი, ფიტნეს–აპლიკაცია და სხვა;

Noble Gracious – ვიდეოს სამონტაჟო, ხმის ჩამწერი, ეკრანის ჩამწერი და ა.შ აპლიკაცია.