მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა იცის თქვენ სად ხართ - ახალი ანგარიში საქართველოში მოსახლეობის მობილობას ასახავს

5eda58313cc93
შოთა ტყეშელაშვილი
06.06.20 00:00
5572
Google-მა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ თუ როგორ შეცვალა COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სოციალური დისტანცირების ზომებმა გლობალურად მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ქცევა. ამისთვის კი ორგანიზაცია მოქალაქეთა ადგილსამყოფელის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას იყენებს.

თქვენი სმარტფონის GPS-ის სერვისი იმის გარდა, რომ რუკაზე სასურველი ადგილის მოძიებაში გეხმარებათ, ამავდროულად ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიც არის Google-ი შესაძლებლობას ქმნის დააკვირდეს მთელი საზოგადოებების ყოველდღიურ სატრანსპორტო მარშრუტებს. ამას Big Data ანალიზი ეწოდება და მის სამიზნეს არა კონკრეტული ადამიანის გადაადგილებაზე დაკვირვება, არამედ მთლიანად საზოგადოების დონეზე მოქალაქეთა მობილობის ცვალებადობისთვის თვალყურის მიდევნება წარმოადგენს.

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, Google-მა საქართველოსთვის გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ადამიანთა ქცევა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე. ანგარიშის დაკვირვების ბოლო თარიღი 29 მაისი იყო, შესაბამისად ის ასახავს კვირას, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა და ეკონომიკა თანდათანობით ლოქდაუნის რეჟიმიდან გამოსვლას იწყებდა. ანგარიშში სოციალური აქტივობა "საბაზო მაჩვენებლთან" არის შედარებული. ანგარიშში ამ საბაზო მაჩვენებლად, 3 იანვარი - 6 თებერვალის საშუალო მაჩვენებელი არის აღებული. სწორედ ამ მაჩვენებელთან არის შედარებული ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები. 

ანგარიშის შედეგები:

ანგარიში აჩვენებს რომ ქვეყანაში ისეთ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა დაწესებულებები, მოქალაქეთა გადაადგილების რაოდენობა საბაზო მაჩვენებელთან მიმართებით მართალია კვლავ შემცირებულია, თუმცა შემცირების მასშტაბი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქვეყანაში მოქმედი მკაცრი საკარანტინო ზომების დროს იყო. მაგალითად, 17 აპრილის კვირაში ვაჭრობისა და რეკრეაციის ჯგუფში აქტივობა საბაზოსთან შედარებით 80%-ზე მეტად იყო შემცირებული, 29 მაისის კვირაში კი ამ შემცირებამ მხოლოდ 46% შეადგინა. 

გართობა/დასვენება და ვაჭრობა - კლება 46% (ამ ჯგუფში შედის რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები)


სურსათის მაღაზიები და აფთიაქები - კლება 21% (ამ ჯგუფში შედის ბაზრობები, სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები და აფთიაქები)




პარკები - კლება 16% (ამ ჯგუფში შედის მუნიციპალური პარკები, ეროვნული ნაკრძალები და სხვა სივრცეები)



სატრანზიტო ჰაბები - კლება 39%


სამსახურები/ოფისები - სამსახურებში 40%-ით არის ადამიანთა ნაკადი შემცირებული


საცხოვრებელი სახლები - ზრდა 9%