მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა ნიუ-იორკში $2.1 მილიარდის ღირებულების საოფისე სივრცე შეიძინა

614b0ea4d28c3
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.21 15:27
657
Google-მა ნიუ-იორკში გაფართოება გადაწყვიტა და 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო სივრცე შეიძინა, რომელიც მანჰეტენის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Google-ის განცხადებით, აღნიშნული საოფისე სივრცე 12,000 თანამშრომელზეა გათვლილი, რომლის გახსნაც 2023 წლის პირველი ნახევრის ბოლოსკენ იგეგმება. აღსანიშნავია, რომ Google-ის თანამშრომელთა უმეტესობა ამ დრომდე ე.წ. ჰიბრიდული მოდელის მიხედვით მუშაობს.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული გარიგება ყველაზე ძვირიანი გარიგებაა, რაც პანდემიის შემდეგ საოფისე სივრცის შეძენის კუთხით დაიდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ დისტანციური მუშაობის ამ დრომდე აქტუალურების მიუხედავად, კომპანიები განაგრძობენ გაფართოებას. ახლახან სამუშაო სივრცე შეიძინა Facebook-მა, ასევე დამატებითი შენობების შეძენას გემავს Amazon-ი და Apple-ი.