მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ

60ccc13d6dbcb
თამთა ჯიჯავაძე
18.06.21 20:40
3118
Google-ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ. კერძოდ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს ტექნოლოგიური გიგანტის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იტყობინება, 10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს გადაიღებენ.

შედეგად, Google-ის მომხმარებლები ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში მოგზაურობას ვირტუალურად შეძლებენ.

აჭარის განახლებული მასალები Google-ის რუკაზე ორი კვირის განმავლობაში აიტვირთება.