მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა

5f45204246d59
თამთა ჯიჯავაძე
26.08.20 00:03
3390
Google-ში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა. ის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ზაურ მეშველიანია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი Facebook-გვერდზე ავრცელებს.

ზაურ მეშველიანი Google-ის მიუნხენის ოფისში  პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე იმუშვებს.

„ზაური იმუშავებს Chrome OS Security & Privacy-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე“, – წერს თავისუფალი უნივერსიტეტი Facebook-გვერდზე.

ცნობისთვის: Google-ის სათავო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს, თუმცა ყველაზე მსხვილ და პოპულარულ საძიებო სისტემას ოფისები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს.