„ნახეთ Google-ში სად, როგორ, რომელი ვაქცინით იცრებიან ქვეყნები“ - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც მსოფლიოს 103 ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებულ პროცესსა და საქართველოს მიერ დღემდე ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის სირთულეებს შეეხებოდა.
გამყრელიძემ განმარტა, რომ იმ ვაქცინებიდან, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანა დღეს მოსახლეობას ცრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მხოლოდ ორია ავტორიზებული.
„იმ 103 ქვეყანას შორის, სადაც უკვე მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია, დათვალეთ ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ იმ ვაქცინას, რომელიც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებიდან ჯანმოს ავტორიზებული აქვს მხოლოდ ორი ვაქცინა - Pfizer-ი და AstraZeneca. Moderna ჯერ კიდევ ელოდება ავტორიზაციას.
ნახეთ Google-ში სად, როგორ, რომელიც ვაქცინით იცრებიან ქვეყნები. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა AstraZeneca-ს და Pfizer-ის და ასევე Moderna-ს ვაქცინით იცრება.
იმ 103 ქვეყანაში, რასაც თქვენ ამბობთ, ჯერჯერობით ჯანმოს არავატორიზებული ვაქცინებით იცრებიან, მაგრამ ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა - ჩინეთის, ინდოეთის, რუსული წარმოების და ა.შ.
103 ქვეყნიდან მთავარი 10 ქვეყანა, სადაც ვაქცინების 75-80%-ია გამოყენებული, ყველაზე მეტი აბსოლუტურ რიცხვში აქვს აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ისრაელს და ა.შ. მათ 1-2 მლნ-ზე მეტი ვაქცინა გამოიყენეს.
ისეთ ძლიერ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, ნორვეგია, ფინეთი და მთლიანად ევროკავშირის 27 ქვეყანა, ადმინისტრირებული აქვთ დაახლოებით 28-29 მლნ ვაქცინა. თითოეულ მათგანს მხოლოდ ასი ათასობით... ამიტომ ძალიან გთხოვთ, ამ საკითხს ნუ გავუწევთ ასეთ აჟიტირებას. ქვეყანაში ვაქცინა შემოვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან განმარტა, რომ საქართველოში არაავტორიზებული ვაქცინა ვერ შემოვა და ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად WHO-ს პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყება.
„რადგან საქართველოს აქვს რეგულაცია და ქვეყანაში გაეროს ბავშვთა ფონდით შემოგვაქვს ძირითადად ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ ვაქცინაცია ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს.
პირველ ეტაპზე ეს იქნება ავტორიზირებული ჯანმოს მიერ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც გამოვიყენებთ იყოს ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული.
ასევე, გვიან გაზაფხულზე რამდენიმე ვაქცინა მიიღებს FDA-ს და ჯანმოს ავტორიზაციას - ეს არის Novavax-ი, Johnson&Johnson-ი და ა.შ, რაზეც ინტენსიური მუშაობა მიდის“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ქვეყანა Covax-დან 3 წელიწადში 1.4 მლნ დოზას ელის, ხოლო დამატებით 2.5 მლნ დოზა მოსაპოვებელი აქვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი