12.მარტი .2020 00:00

Google თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

views 415
უკან

Google-ის დამფუძნებელმა კომპანია Alphabet-მა თანამშრომლებს მოუწოდა სახლიდან იმუშაონ და შეამცირონ კორონავირუსის გავრცელების პოტენციალი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გიგანტურმა ტექნიკურმა კომპანიამ აღნიშნული მოთხოვნა წაუყენა თითქმის 100,000 თანამშრომელს კომპანიის 11 დაწესებულებაში აშშ-სა და კანადაში.

Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქრის რასქოუმ შემდეგი შინაარსის ელ-შეტყობინება გაუგზავნა ყველა თანამშრომელს, სადაც ის წერს, რომ მაღალი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას უწევს ყველა თანამშრომელს იმუშაონ სახლიდან თუკი მათ საკუთარი პოზიცია ამის შესაძლებლობას აძლევს.

გასულ კვირას ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს მსოფლიოში სხვა ცნობილმა კომპანიებმაც, როგორიც არის Apple-ი, Amazon-ი, Microsoft-ი და Facebook-ი.

11 თებერვლის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,010 შეადგინა, ბოლო 24 საათში გამოვლენილ იქნა 16 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო განიკურნა 964 ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა