მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Translate ჩინეთში მუშაობას წყვეტს

633ae60826f99
გიორგი თოლორდავა
03.10.22 18:25
1959
ამერიკულმა კომპანია Alphabet-მა ჩინეთში Google Translate-ის სერვისის მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანიის განმარტებით, Translate-ის შეჩერების მიზეზი მასზე არსებული დაბალი მოთხოვნაა, რაც სერვისს კომერციულად წამგებიანად აქცევს.

საგულისხმოა, რომ Translate-ი Google-ის უკანასკნელი სერვისი იყო, რომელიც ჩინეთის მასშტაბით ჯერ კიდევ ოპერირებდა. Search, Gmail, Maps, Docs, Drive და სხვა სერვისები ჩინეთში უკვე წლებია არ მუშაობს, რაც კომუნისტური მთავრობის მიერ დაწესებული უმკაცრესი რეგულაციებითაა განპირობებული, რომელიც პრაქტიკულად სრულად ზღუდავს ქვეყანაში დასავლური კომპანიების ოპერირებას.

ცნობისთვის, Google-ის ალტერნატივად ჩინეთში Tencent-ის, Baidu-სა და Alibaba-ს სერვისები გამოიყენება. ქვეყნის მთავრობა კი ყოველწლიურად ამკაცრებს რეგულაციებს, რათა ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მათ მიერ დამუშავებულ მონაცემებზე მაქსიმალური კონტროლი მოიპოვოს.