16.ივლისი .2022 00:35

„გორი Inn“-ი თვე-ნახევარში გაიხსნება, ინვესტიცია ₾20 მილიონია

„გორი Inn“-ი თვე-ნახევარში გაიხსნება, ინვესტიცია ₾20 მილიონია
views 5818
უკან

ქალაქ გორში კულტურისა და დასვენების პარკის სიახლოვეს სასტუმროს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება - „გორი Inn“-ი თვე-ნახევარში გაიხსნება.

როგორც bm.ge-ის „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 20 მლნ ლარია.

მისივე ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 116-ნომრიანი იქნება.



"ეს იქნება „Inn ჯგუფის“ მე-6 სასტუმრო საქართველოში. „გორი Inn”-ში იქნება დიდი აუზი, სპა, საუნა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახი, სადაც დამსვენებლებს შეეძლებათ ქართლური ანუ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება. ასევე იქნება ბარი და რესტორანი, რომელიც გარე სტუმარსაც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე  დაახლოებით 1 ჰექტარზე გამწვანება მოეწყობა. ვვარაუდობთ, რომ სასტუმრო თვე-ნახევარში გაიხსნება“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 100-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ცნობისთვის: გორის შემდეგ, „Inn ჯგუფის“ მომავალი წლის გეგმებში ახალციხეში 120-ნომრიანი სასტუმროს გახსნაც შედის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა