„გორი არის აღმოსაჩენი ქალაქი, აქვს უამრავი შესაძლებლობა, ძალიან ფართო სპექტრი არის ბიზნესისთვის“, - ამის შესახებ გორის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა ელენე დარჯანიამ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გამოავლინა, გორში სოფლის მეურნეობა და მასთან დაკაშირებული ნებისმიერი მიმართულება არის ძალიან მზარდი და კონკურენტურანი.
„გამოვლინდა უძრავი ქონების სექტორი და ყველანაირად ვეცადეთ, რომ ჩვენს გეგმაში უფრო მეტად გაგვემახვილებინა ყურადღება ამ კუთხით შესაძლებლობებზე. ჩვენ ვეცადეთ, რომ შეზღუდვები დაგვეწესებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აბსოლუტური აუცილებლობა იყო, იმიტომ რომ უკვე აღარ იქნებოდა რენტაბელური. მაგალითად, არის ტერიტორიები, სადაც დღეს არ არის მიყვანილი საინჟინრო ქსელები ან გზა. მესმის, რომ ბიზნესისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ასეთი ადგილები, იმიტომ რომ მიწა არის ძალიან იაფი. თუმცა, გენგეგმა ბიზნესს ურჩევს წინასწარ გაეცნოს შეზრუდვებს ამ არეალებში, იმიტომ რომ საკმაოდ რთული იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მიყვანა, რაც წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელი პირობაა დღეს. ჩვენ ანალიზის მიხედვით, გამოვავლინეთ ის არეუალები, სადაც ბიზნესს შეუძლია განვითარდეს“, - განაცხადა ელენე დარჯანიამ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა გორში 1 კვ.მ ფართობის მიწის ფასებზეც. მისი თქმით, ზუსტი დაანგარიშება არ აქვთ, თუმცა, საკმაოდ სანდო ციფრი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც კვადრატული საცხოვრებელი ფასი დაახლოებით 350 დოლარია. გარდა ამისა, გორის გენგემის ერთ-ერთმა ავტორმა იმ არეალებზეც ისაუბრა, სადაც გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
„საბედნიეროდ არეალები, სადაც ჩვენ შევზღუდეთ, ან თითქმის არ არის მიწის ნაკვეთები კერძო მფლობელობაში, ან საერთოდ არ არის განაშენიანება. ესაა ძირითადად მდინარეების გასწვრივ. თუმცა, არის არეალები, სადაც ჩვენ შვეთავაზეთ განსხვავებული ზონის სახე, ეს არის საცხოვრებელი ზონა, სადაც შესაძლებელია საკარმიდამო ნავეთების არსებობა, ვფიქრობთ, რომ გორისთვის სწორედ ამ სოციალური და კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს არის ერთერთი საუკეთესო კომპონენტი და იგი შესაძლებლობას იძლევა აგროტურიზმის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ელენე დარჯანიამ.
ქალაქ გორის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე "სითი ინსტიტუტი – საქართველომ" იმუშავა. მის დამტკიცებამდე დოკუმენტი მუნიციპალიტეტმა შესაბამის სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა