მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეზღუდულია

601e52a20657f
BM.GE
06.02.21 12:43
788
დღეს, 14 სთ-მდე გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

"ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, კომპანია "აქარ იჩ ვედიშ ტიჯარედ ლიმიტედ შირქეთის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები გადაიწევს 14:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.