მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის მომსახურეობის სააგენტოში კორონავირუსი დაფიქსირდა - უწყება მუშაობას წყვეტს

5f7f092d88938
ინგა მურუსიძე
08.10.20 16:40
1004
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი,  გადაიყვანეს თვითიზოლაციაში.

"ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის  სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით
მოქალაქეებს ვერ მოემსახურება", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.