მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკის აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა

5fb634f85ad60
BM.GE
19.11.20 13:02
769
2020 წლის 10 თვის შედეგებით, ვითიბი ბანკის აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შესაბამისად წლის დასაწყისიდან ბანკის აქტივების ზრდამ 22.6% შეადგინა.

მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18.8%-ით გაიზარდა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 28.5% შეადგინა. ბანკის საოპერაციო მოგება 31 მილიონი ლარით განისაზღვრა რაც 47.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამ პარამეტრით ვითიბი ბაზრის ლიდერთა სამეულშია.

აქტივების მიხედვით ვითიბი ბანკი ბაზარზე მე - 4 ადგილზეა, ასევე საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოცულობებით უმსხვილესი ბანკების ოთხეულშია.