მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან პარიზში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება

5f6b3733ee3b0
ნათია თაქთაქიშვილი
23.09.20 20:20
1335
საფრანგეთის მთავრობა პარიზისთვის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალ ზომებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პარიზში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება და 20 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება. ასევე საჯარო ღონისძიებებზე დამსწრე პირების რაოდენობა 5 000-იდან 1 000-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, შესაძლოა, ანალოგიური ზომები დაწესდეს ქალაქ ლიონში, მარსელში, ნიცასა და ბორდოში.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 507 150 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 31 426 ადამიანი.