მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია პანდემიის შედეგების დასაძლევად 750 მლრდ ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოდის

5ece778d7d7f3
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.20 21:40
1273
ევროკომისია კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 750 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს თანხა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს „უპრეცედენტო კრიზისის“ დაძლევაში დაეხმარება.

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ევროკავშირის თითოეული წევრისთვის გრანტებისა და კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.

პაკეტის დასამტკიცებლად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.