მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა მთამსვლელებმა ალპინიზმის ოსკარი აიღეს

BM.GE
17.10.22 12:12
403
ქართველი მთამსვლელების - არჩილ ბადრიაშვილის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის ასვლა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლების სიაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ გაავრცელა. 

ფედერაციის ინფორმაციით 7,300 მეტრიან უმაღლესი სირთულის მარშრუტის განხორციელებისთვის ქართველი ალპინისტებმა პირველად საქართველოს ისტორიაში მოიპოვეს ე.წ. ოქროს წერაყინი, რომელიც ერთგვარი ოსკარი, ან გნებავთ მსოფლიო თასის მასშტაბის ჯილდოა სპორტის ამ სახეობაში. 

სტუმარი: ავთანდილ ცინცაძე - საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი;