მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 4.9%-ით გაიზარდა - PMC

626803e6250ba
გიორგი თოლორდავა
26.04.22 18:52
850
PMC კვლევითი ცენტრი დასაქმების განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2022 წლის მარტში ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მათი რაოდენობა 5.3%-ით არის გაზრდილი.

საერთო ჯამში, 2021 წლის IV კვარტალში ქვეყანაში სამუშაო ძალა 1.53 მილიონ ადამიანს შეადგენდა, აქედან 1.24 მილიონი დასაქმებული იყო, უმუშევართ რაოდენობა 291,000 შეადგენდა. აღნიშნულ პერიოდში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 463 ლარს შეადგენდა, უმუშევრობის დონე კი 19%-იან ნიშნულზე იყო.

0-600 ლარამდე თვიურ ხელფასს 228,000 მოქალაქე იღებს; 600-1200 ლარამდე ხელფასს - 249,000 მოქალაქე; 1200-2400 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებს 266,000-მდე დასაქმებული; 173,000 მოქალაქეს კი 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვს.

PMC-ის ინფორმაციით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიურ ხელფასს, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 24%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

2022 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.6%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% შეადგინა.