საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად მნიშვნელოვანი მოცულობის ახალი ვალის აღება მოუწია, თუმცა დეფიციტის გაზრდილ მაჩვენებელს, ეკონომიკაზე აქვს გავლენა.
“ბიუჯეტში გათვალისწინებულია 4%-იანი ზრდა. თუმცა, მთლიანობაში ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ახდენს გავლენას ეკონომიკაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც და პანდემიურ ვითარებაში აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების მიღება. ეს შეზღუდვები გარკვეულ სფეროებს აზარალებს, რის გამოც საჭიროა მათი კომპენსირება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ხარჯები,”- ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
2021 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, წელს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60.1%-ს მიაღწევს, რაც ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებულ ლიმიტზე მეტია. დეფიციტი კი 7.5%-ს შეადგენს. მთავრობა დებს პირობას, რომ როგორც დეფიციტის, ასევე ვალის ნიშნული მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეამციროს.
2021 წელსაც გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო უცხოეთიდან მოზიდული საგარეო კრედიტები იქნება. ჯამურად, წელს 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალების აღება იგეგმება. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.
0 ლარზე არის წელს შიდა ვალი დაგეგმილი, რაც სავარაუდოდ ვალის მთლიანი ნიშნულის კიდევ უფრო მეტად გაზრდისგან თავის არიდებას ემსახურება, 2020 წელს კი შიდა ვალის სახით მთავრობამ 2 მილიარდი ლარი მოიზიდა. 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 30.8 მილიარდი ლარი იყო. აქედან 24.7 მილიარდი ($7.5 მლრდ) საგარეო ვალს, 6.14 მილიარდი კი შიდა ვალს შეადგენდა.
ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტის - “ვალის მდგრადობის ანალიზის” თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსი კიდევ ერთი შოკის წინაშე აღმოჩნდება და 30%-ით გაუფასურდება, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 75%-ს გადააჭარბებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი