მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დამატებითი ცენტრების მოწყობა იგეგმება - გაბუნია

610117b2402f8
ინგა მურუსიძე
28.07.21 12:39
594
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორც კი ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაიზრდება, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა, რადგან ამას 24-48 საათი სჭირდება.

გაბუნიას თქმით, კვირის ბოლომდე საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დამატებითი ცენტრების მოწყობა იგეგმება. 

„ცოცხალი რიგით ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება მაშინვე, როგორც კი გვექნება შედარებით დიდი სივრცე ასაცრელად და ესეც  მალე იქნება“, - თქვა გაბუნიამ.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად ბევრია გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ასეთი ძალიან ცოტაა.

„ვინც დარეგისტრირდა, იმ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა აცრაზე მოვიდა. იყო შემთხვევები, როცა ვინმე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. აქტივობა ჯავშნის შემდეგ აცრის არის კარგი“, - თქვა გაბუნიამ.