მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწილებისა და ქელეხების ჩატარებაზე კონტროლი გამკაცრდება - NCDC

60ffbb3175f29
ინგა მურუსიძე
27.07.21 11:55
8296
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ქორწილები ისედაც აკრძალულია, თუმცა ეს შეზღუდვა დაცული არ არის, ამიტომ მიეცა რეკომენდაცია აღმასრულებელს, რომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

რაც შეეხება კონცერტებს და ფესტივალებს, რომლებიც უკვე დაგეგმილია, გამყრელიძე პასუხობს, რომ თუ შეკრებების ჩატარება ოფიციალურად გადაწყდა, მათ მიეცემათ რეკომენდაცია, რომ დაიშვან მხოლოდ ვაქცინირებული, ან გატესტილი ადამიანები.

„ეს არის მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია და ასევე ჩვენი რეკომენდაცია, რომელზეც მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომ მიეცეს აღნიშნულ ღონისძიებებს შესაბამისი ლეგალური ფორმა, ყოველგვარი თავშეყრის ადგილას, სემინარზე, კონფერენციაზე, კონცერტსა თუ ა.შ. დაშვებული იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან გატესტილი ადამიანები“, - განაცხადა გამყრელიძემ და მაგალითად მოიყვანა თავად NCDC -ს მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც ხვალ გაიმართება და ღონისძიებაზე მისვლა შეუძლიათ ორჯერადად აცრილ, ან გატესტილ ადამიანებს.

კითხვაზე, რეკომენდაციები აქამდეც ხომ იყო და რატომ არ იყო აღსრულება შესაბამისი, ამირან გამყრელიძემ უპასუხა: „გაიცა რეკომენდაცია, რომ აღსრულება იყოს მკაცრი. მე არ ვარ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი".