მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ კვარტალში FDI გაოთხმაგდა და $568 მილიონს მიაღწია

62a19dc344c80
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.22 11:12
1254
საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლა სავარაუდოდ, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვა იყო. ტოპ ინვესტორთა ზუსტ სტატისტიკას BMG საქსტატისგან გამოითხოვს.

წამყვან ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, რაც სავარაუდოდ განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სამი უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგი იურიდიულად სწორედ ბრიტანულ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია “თიბისიზე”, “საქართველოს ბანკსა” და “საქართველოს კაპიტალზე”.

568-მილიონიან FDI-ს შორის $318 მილიონი დოლარი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენდა. ეს ინვესტიციების 56%-ია.

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკა/წყალმომარაგების სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

მშენებლობის სფეროში 19.3 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციები, ტურიზმში (სასტუმროები და რესტორნები) კი 12 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაიდო.