იაპონიის მთავრობის განცხადებით, G7-ის გადაწყვეტილებას რუსული ნედლი ნავთობისთვის საფასო ჭერის დაწესებაზე სხვა ქვეყნების მსგავსად აღასრულებენ, თუმცა გამონაკლისი "სახალინ 2"-ის პროექტი იქნება. კერძოდ, საფასო ჭერი ამ პროექტის ფარგლებში იმპორტირებულ ნედლ ნავთობზე არ გავრცელდება.
იაპონიის ენერგეტიკული კომპანიები წილებს ფლობენ "სახალინ 2"-ში მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ პროექტი Shell-მა დატოვა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად იაპონიის მთავრობამ “ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება” დაასახელა.
გასულ კვირაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ, ზედა ზღვრად კი ბარელ ნავთობზე 60 დოლარი განისაზღვრა. კანონმდებლების შეფასებით, აღნიშნული სანქცია რუსეთს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბაზარს ნავთობის მიწოდება არ შეუწყვიტოს, თუმცა თავად მისი საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირება, რადგან რუსული ნავთობი Brent-თან შედარებით თითქმის 20 დოლარით იაფად გაიყიდება. კრემლის განცხადებით, ფასის ლიმიტს ეწინააღმდეგებიან და უახლოეს მომავალში მოსკოვი საპასუხო ზომასაც მიიღებს. მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მზადაა ნავთობის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ფასის ლიმიტს დააწესებენ.
აღსანიშნავია, რომ ფასის ლიმიტი არა მარტო ევროკავშირის, არამედ დიდი შვიდეულის [G7] წევრი სახელმწიფოების მასშტაბით იმოქმედებს, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთი 60 დოლარზე ძვირად საკუთარ ნავთობს აშშ-ში, კანადაში, დიდი ბრიტანეთსა და იაპონიაშიც ვერ გაყიდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი