შუა დერეფანი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ხედვას, რომლითაც გვსურს, რომ აზიიდან ევროპასა და ევროკავშირში, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს გავლით, ტვირთების ბრუნვა იყოს შესაძლებელი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, შუა დერეფანი სარგებლიანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
"ახლა კი, იმისთვის, რომ ის შესრულდეს, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელება უნდა დავიწყოთ, საუბარია მილსადენებზე, გზებზე და ტერმინალებზე. წინ დიდი შრომა გველის. ორიოდ კვირის წინ, საქართველოს ევროკომისარი ვარჰეი ესტუმრა, რომელმაც ეს საკითხები საქართველოს მთავრობასთან განიხილა. ჩვენ, ევროკავშირი, სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირები, რეალობად, რაც შეიძლება მალე იქცეს", - დასძინა ევროპელმა დიპლომატმა.
ელჩი შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენციას ესწრება, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
"მონაწილეობას ვიღებ შავი ზღვის პლატფორმაში. ეს არასამთავრობო ინიციატივაა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და კომპანიების მეტად დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის აუზში კავშირების გაღრმავების მიმართულებით. შავი ზღვა უნდა იყოს არა გამყოფი ზოლი, არამედ დამაკავშირებელი ელემენტი საქართველოსა და რეგიონს შორის. აქტიურად ვმუშაობთ ე. წ. “ფლაგმანი პროექტების მიმართულებით”. ერთ-ერთი მათგანი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელია, რომელმაც რეგიონი ევროკავშირს უნდა დააკავშიროს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ციფრული კაბელი და საზღვაო გადაზიდვები. წინ დიდი საქმეა, მაგრამ მთავარია, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოსაა ევროკავშირთან - შავმა ზღვამ და კავშირგაბმულობამ ერთმანეთს მეტად უნდა დაგვაკავშიროს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, გასულ თვეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაიჭიმება ელექტროკაბელი, რომლის შედეგადაც საქართველო ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს დაუკავშირდება. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ელექტროკაბელთან ერთად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც აშენდება. შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროკაბელის ეკონომიკურ-ტექნიკურ დასაბუთების კვლევას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, პროექტის განმახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა. ამ დროისთვის უცნობია რა შეიძლება დაჯდეს ამ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე უცნობია რა მოცულობის ვალის აღებით დააფინანსებს სახელმწიფო ამ პროექტს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი