მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანის მედიაცია: საქართველოს მთავრობა შაბათს მიღწეულ შეთანხმებას მიჰყვება

60cc5552273b2
BM.GE
18.06.21 12:07
700
შსს-მ რიონის ხეობაში, ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში რკინის ბარიერების დემონტაჟი დაიწყო. ეს მედიაციის პროცესში შაბათს გამართული მოლაპარაკების ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომლის მედიაციასაც დირკ ბუშლე და ალექსანდრა ბუჯაროსკა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლები აწარმოებდნენ.

„აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტავად. ახლა უმთავრესია, პროტესტის მონაწილეებმაც შეასრულონ პირობა: ის, რომ პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად, კანონის და საკუთრების უფლების პატივისცემით და აგრეთვე პოლიციის ინსტრუქციების შესაბამისად, რომ არ მოხდება პროექტის სამშენებლო არეალის ბლოკირება. კანონის პატივისცემა და ყველას უსაფრთხოება, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, პროცესის შემდგომ ნაბიჯებზე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის"- განაცხადა დირკ ბუშლემ.