მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - ამისთვის ₾65 მლნ-ია გათვალისწინებული

63848fa8018f1
მარიამ ვარადაშვილი
28.11.22 14:41
1262

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება. როგორც მან დღეს, 28 ნოემბერს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, დახმარება 50 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

„სოციალური მიმართულებით ჩვენ მომდევნო წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული, გვქონდა ყველა მიმართულებით, ეს იქნება პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული.

მოგეხსენებათ, ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი, დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები და გაისად, 2023 წლისა 1 ივლისიდან ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.