მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GPAY - საუკეთესო გადაწყვეტილება ცხოვრების გასამარტივებლად

5daebddcd2cc7
BM.GE
19.10.19 17:50
1673
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ბაზარზე ბევრი ისეთი კომპანია გაჩნდა, რომლის ინოვაციური გადაწყვეტილებები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებასთან.

სწორედ ინოვაციურობაზე აქვს პრეტენზია კომპანია GPAY-ს, რომელიც წელს თიბისის პროექტ "ბიზნესდაჯილდოებაში" მონაწილეობს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გვიყვება, ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდნენ და მომხმარებელს შესთავაზეს დაშვების, გადახდის და დისპეჩერიზაციის სისტემა, რომელიც ერთი პანელის ქვეშ იმართება.

"ასევე ვართ აპარატურის მწარმოებლებიც. ჩვენი პროდუქტი არის ინოვაციური და დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ჩვენს აუდიტორიას წარმოადგენს როგორც მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, ასევე საბოლოო მომხმარებლები", - ამბობს ზაზა ზვიადაძე.

ის, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ, კომპანიის პრიორიტეტებშია - მობილურობა, მაღალი ხარისხი, დაცულობა, საიმედოობა, მოქნილობა, დაბალი ფასები, ფართო შესაძლებლობები და მრავალი სხვა, რასაც GPAY ბაზარს სთავაზობს.

"ჩვენი საბარათიო სისტემა ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის გათვლილი, მაგალითად: ავტობუსი, ტროლეიბუსი, მეტრო, სამარშუტო ტაქსები, ფასიანი ავტოსადგომები, ატრაქციონები, საბაგიროები და ა.შ. ასევე შესაძლებელია ყველა ფიქსირებული მომსახურების საფასურის გადახდა. ასევე მომხმარებლის მხარეს აქვს დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობები, მაგალითად, შესაძლებელია ბარათების გადაბმა ერთმანეთზე, დაშორებულად გადახდა ტელეფონის მეშვეობით, დაშვების შემთხვევაში კარების გაღება და სხვა მრავალი საინტერესო ფუნქციონალური შესაძლებლობები. სისტემას ასევე გააჩნია გაფართოების შესაძლებლობაც.

ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. როგორც ინფორმაციის შენახვის დროს ასევე, ინფორმაციის გადაცემის დროს. ვიყენებთ საკუთარ ალგორითმებს და საკუთარ პროტოკოლებს, რომლებიც ჩვენს მიერ არის შექმნილი და ყოველ ეტაპზე უქრუნველყოფს მაღალ საიმედოობას.

აპარატურას, რომელსაც აყენებენ ლიფტის კომპანიები, გადახდასთან, ერთად გააჩნია სენსორების ფართო ჩამონათვალი და ამავდროულად დისპეჩერიზაციის ფუნქციონალიც. მაგალითად, თუ მგზავრი გაიჭედა ლიფტში მოწყობილობა ავტომატურად ატყობინებს სამართავ ცენტრს და დისპეჩერს საშუალებას აძლევს მყისიერად დაუკავშირდეს მგზავრს და გაესაუბროს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე გააჩნია საკუთარი ენერგიის წყარო და იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგია შეუწყდება ლიფტს, მოწყობილობა მაინც აგრძელებს მუშაობას საკუთარი ენერგიის ხარჯზე. მუშაობს GSM სისტემის გამოყენებით, რაც შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ ადგილზე დამონტაჟდეს ქვეყნის მაშტაბით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

ჩვენი სისტემა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს და მისი მომავალი ახლა იწყება, მას ფართო გამოყენების არეალი აქვს და რაც დრო გავა, მით უფრო მოთხოვნადი და გამოყენებადი გახდება", – ამბობს ზაზა ზვიადაძე.

კომპანიის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ბიზნესის დაწყება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.

"სამწუხაროდ, ჯერ ბევრმა არ იცის ჩვენი კომპანიის შესახებ", - ამბობს ზვიადაძე და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მათი ძირითადი მომხმარებლები ლიფტის კომპანიები არიან.

"ისე არ არის, როგორც ვფიქობდი, მაგრამ ჯერ წინ არის ყველაფერი", - აღნიშნავს GPAY-ს ხელმძღვანელი.

GPAY-ს თიბისისთან აქამდეც ჰქონდა ბიზნესურთიერთობა. ზაზა ზვიადაძე ფიქრობს, რომ სხვა მხარდაჭერასთან ერთად, "ბიზნესდაჯილდოების" პროექტითაც ბევრ სიკეთეს მიიღებს. პირველ რიგში, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება მისი კომპანიისთვის, საზოგადოებას თავი უკეთ გააცნოს და დაამახსოვროს.