მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანთ თორნთონი „საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმოებაზე“ ღია კონფერენციას მართავს

63fedb25edc9e
BM.GE
01.03.23 09:15
748
„გრანთ თორნთონ საქართველო“ 17 მარტს საგადასახადო დავების აქტუალურ საკითხებზე და მათ ეფექტიან წარმებაზე ღია კონფერენციას მართავს. კონფერენციის მიზანია კომპანიის არსებული ექსპერტული პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება საგადასახადო დავების მიმართულებით, ყველა იმ პირისთვის/კომპანიისთვის, ვინც დაინტერესებულია საგადასახადო სამართლით, მისი საქმიანობა დაკავშირებულია რთულ საგადასახადო აქტივობებთან, ან აწარმოებს საგადასახადო დავას.

ღონისძიებაზე გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ექსპერტები ისაუბრებენ: ქართულ ბაზარზე ჩამოყალიბებულ საგადასახადო დავების პრაქტიკასა და კომპანიის გამოცდილებაზე. შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის აქტუალური კითხვები და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია გრანთ თორნთონის წამყვანი სპეციალისტებისგან.

ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვის გამო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები რომლებსაც გაეგზავნებათ მოსაწვევი. ღონისძიებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, გრანთ თორნთონ საქართველოს ოფიციალურ გვერდებზე მითითებულ ბმულზე. დარეგისტრირებულ პირებს ღონისძიების ჩატარების ზუსტი ადგილი და დღის წესრიგი მოგვიანებით დაეგზავნებათ.

ღონისძიების სპიკერები არიან:

ქეთევან ღამბაშიძე - გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი, MBA, PhD(c) სერტიფიცირებული აუდიტორი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორი. 17 წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში, ბუღალტერიაში, საგადასახადო დავებში, აუდიტში, მენეჯმენტ კონსალტინგში, ფინანსურ მენეჯმენტში და კონტროლში. „გრანთ თორნთონ აკადემიის“ ტრენერი.

ნათია ჩაგანავა - გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების მენეჯერი, MBA, საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი, 12 წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში და საგადასახადო დავებში, მათ შორის, 7 წლიანი გამოცდილებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. „გრანთ თორნთონ აკადემიის“ ტრენერი.

არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საგადასახადო ღონისძიება გრანთ თორნთონისგან.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

გრანთ თორნთონის შესახებ:

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 68,000 თანამშრომელი, 145 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.