მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანთ თორნთონსა და ტვინითს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

6257d87e03745
BM.GE
14.04.22 12:14
840
13 აპრილს საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების შემქმნელ კომანია ტვინითს შორის თანამშრომლობის მემარანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ და შპს ტვინითის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ხაინდრავამ.

მემორანდუმით მხარეები გამოთქვამენ სურვილს, განახორციელონ ორმხრივი თანამშრომლობა, რაც გულისხმობს გრანთ თორნთონისა და ტვინითის ერთობლივ ღონისძიებებს ტექნოლოგიურ სფეროში სერვისების დანერგვისა და გაუმჯობესების კუთხით. გრანთ თორნთონისა და ტვინითის შორის ტექნოლოგიის სფეროში საქმიანი ურთიერთობა და კოოპერაცია წინამდებარე მემორანდუმის გაფორმებამდეც მიმდინარეობდა.

შპს ტვინითის შესახებ

ტვინითის ექსპერტები უზრუნველყოფენ Atlassian–ის პროდუქტების დანერგვას ყველა ზომისა და სირთულის სტრუქტურის კომპანიებში. ტვინითის საკონსულტაციო მომსახურება აძლევს გუნდებს შესაძლებლობას გააუმჯობესონ პროდუქტიულობა, მაქსიმუმამდე გაზარდონ ROI და შეამცირონ TCO.

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 62,000 თანამშრომელი 140 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

(R)