საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ დოკუმენტ “ხედვა 2030”-ში კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ არის საუბარი. სტარტეგიის თანახმად, მთავრობა შეაფასებს რამდენად ეფექტიანია ბირჟის მფლობელობის არსებული მოდელი, როდესაც მის ძირითად აქციონერებს ბანკები წარმოადგენენ.
"ხედვა 2030"-ში ადგილობრივი ბირჟის დაბალ ლიკვიდობაზე, ასევე ლოკალური ინვესტორების სიმცირეზე არის საუბარი.
“მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობს ლიცენზირებული საფონდო ბირჟა, სააქციო ბაზარი არ არის განვითარებული, რაც კაპიტალის ბაზრის მიწოდების მხარის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე ძალზედ დაბალია ბაზარზე როგორც პირველადი ემისიების, ასევე მეორადი გარიგებების რაოდენობა და მათი მოცულობა. მეორადი ბაზრის პრობლემა, ისევ მცირე ბაზრისა და ობლიგაციებთან მიმართებით, კომერციული ბანკების კონცენტრირებით არის გამოწვეული. 2022 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ჯამში 20 საბირჟო გარიგება იყო დადებული, საიდანაც 5 აქციების, ხოლო 15 ობლიგაციების გარიგებას წარმოადგენდა. რაც შეეხება მათ მოცულობას, აქციათა ჯამურმა ვაჭრობამ ბირჟაზე 1,530 ლარი, ხოლო ობლიგაციებით ვაჭრობის ჯამურმა ღირებულებამ 2,444,613 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე, ასევე, ვინაიდან ემიტენტს შეუძლია საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე უფრო დიდი მოცულობის კაპიტალის მოზიდვა და თანაც უფრო ლიკვიდურ ბაზრებზე, ბირჟა პირველადი საჯარო შეთავაზების კუთხით არ არის დატვირთული.
მოთხოვნის მხრივ, დღეს საქართველოში როგორც ინსტიტუციური, ასევე საცალო ინვესტორების ნაკლებობაა. ადგილობრივ ინსტიტუციურ ინვესტორებში მოიაზრებიან დიდწილად კომერციული ბანკები, რაც ზრდის ინვესტორთა კონკრეტული ტიპის კონცენტრაციას, ეს კი, თავის მხრივ, ბაზარზე ავითარებს მხოლოდ შეზღუდულ ინსტრუმენტებს. გარდა ამისა, საცალო ინვესტორების შესახებ მონაცემები მწირია, რაც გამოწვეულია ფასიანი ქაღალდების ფლობის დანაწევრებული ინფრასტრუქტურით და საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე შეფასდება კომერციული ბანკების მიერ ბირჟის მფლობელობის საკითხი და ინტერესთა კონფლიქტის მართვის სტანდარტი შუამავლებთან დაკავშირებით,”- ნათქვამია “ხედვა 2030”-ში.
საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერების სია შემდეგნაირია: საქართველოს საფონდო ძირითადი აქციონერები არიან: შპს "თიბისი კაპიტალი" (17.33%), შპს "ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია" (15.33%) და სს "გალტ ენდ თაგარტი" (17.33% (მათ შორის 2% ნომინალური მფლობელობით).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი