მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Green Energy კასპში მზის ელექტროსადგურს აშენებს, ინვესტიცია $610 000

620689f00e08e
მარიამ იზორია
13.02.22 14:30
1777
"კომპანია Green Energy საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მზის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს", - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა. 

სადგური კასპში შენდება და მისი სიმძლავრე 1.1 მეგავატი იქნება. მზის ელექტროსადგური სამ საწარმოს მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $610 000-ია.

"კასპში მშენებარე მზის სადგური, რომელიც საქართველოში ამ ეტაპისთვის ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგურია, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ამ ტერიტორიაზე სამი საწარმოა განთავსებული და სადგური სწორედ მათ მოემსახურება. პროექტი უნიკალურია, რადგან ერთ წერტილში 1.1 მეგავატია თავმოყრილი.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ამ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მოწყობა $610 000 დაჯდა. კომპანიები ამ თანხის ამოღებას, დაახლოებით, 5 წელში შეძლებენ”, - აღნიშნავს დავით შვანგირაძე.

ინფორმაციისთვის, green energy ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია 20 ადამიანს ასაქმებს.