მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Green It"- თანამედროვე ხედვა აგრომიმართულებაში

5e57d963df159
ნუცა ბაზლიძე
24.02.20 10:35
2071
კომპანია „Green It“ მომხმარებლებს მცენარის მოვლის საშუალებებს და სასუქებს სთავაზობს. გარდა იმპორტირებული პროდუქტისა, კომპანიას ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც აქვს.

„ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ნიადაგის ხაზით იწარმოება. ჩვენს მომხმარებლებს ფართო არჩევანს ვთავაზობთ. გორში გვაქვს საწარმო, სადაც მზადდება პროდუქცია და შემდეგ ბაზარი მარაგდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა bm.ge-ისთან „Green It“-ის თანადამფუძნებელმა ირაკლი ნიჟარაძემ და დასძინა, რომ კომპანიის საქმიანობა მომსახურების სათბურებისთვის შეთავაზებასაც მოიაზრებს.

მნიშვნელოვან უპირატესობად „Green It“-ის თანადამფუძნებელს კომპანიის მულტიპროფილურობა და ადგილობრივ ბაზარზე ის ინოვაციური სერვისი მიაჩნია, რომელიც გულისხმობს უკვე შეზავებულ ნიადაგს, რომლის შეძენა მომხმარებელს გამზადებული სახით შეუძლია.

როგორც გავარკვიეთ, პროდუქცია წარმოდგენილია „Green It“-ის მაღაზიაში, რომელიც ონიაშვილის 61 ნომერში მდებარეობს, ასევე ისეთ დიდ ჰიპერმარკეტებში, როგორებიცაა: „გორგია“, „აგროჰაბი“, „დომინო“, „გუდვილი“. ამასთან, კომპანიის სასუქებსა და მცენარის მოვლის საშუალებებს მომხმარებელი პატარა აგრომაღაზიებშიც შეხვდება.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქცია სერტიფიცირებულია, რაც მის დამფუძნებლებს საშუალებას აძლევს, სამომავლოდ ექსპორტზე იზრუნონ.

„რამდენიმე თვის წინ ანტალიაში აგროგამოფენაზე ვიყავით, სადაც ქართული სუბსტრატი პირველად წარვადგინეთ, გარკვეული კავშირები დავამყარეთ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, განსაკუთრებული დაინტერესება იყო აზერბაიჯანიდან“, - განმარტავს ირაკლი ნიჟარაძე.

სირთულეებზე საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელმა ფინანსური საკითხი გამოყო და აღნიშნა, რომ წარმოების გაფართოების პარალელურად, თავს იჩენდა ფინანსური პრობლემები, ასევე ადაპტაციისას იკვეთებოდა გარკვეული ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც თან ახლა სტარტაპიდან წარმოებამდე ჩამოყალიბების პერიოდს.
სამომავლოდ, გარდა ექსპორტისა, კომპანია პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს, ამ ეტაპზე კი, მათ მიერ იმპორტირებულ პროდუქციაში, ირაკლი ნიჟარაძე ქოქოსის ჩამოტანის ფაქტორს გამოყოფს.

ცნობისთვის: კომპანია თითქმის 1 წელია, რაც ფუნქციონირებს. მას სულ 2 დამფუძნებელი ჰყავს. საქმიანობის დასაწყებად ინვესტიცია დამფუძნებელთა პირადი სახსრებით და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიდან“ მიღებული სესხის დახმარებით განხორციელდა.