მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიგოლ გეგელია - "ამ ურთულეს დროს დასავლეთ ევროპას და აშშ-ს კვლავ ახსოვთ საქართველო"

5e81ec7c7191a
ინგა მურუსიძე
30.03.20 17:00
1233
ამ ურთულეს დროს, როდესაც დასავლეთ ევროპა და აშშ თვითონ არნახულ გასაჭირში იმყოფებიან, კვლავ ახსოვთ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხდა.

,,აშშ-მა, USAID-ის საწყისი დახმარების სახით, საქართველოსთვის 1.1 მილიონი დოლარი გამოყო. დღეს ევროკომისიამ გამოყო 140 მილიონი ევრო გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. 30 მილიონი ევრო მოხმარდება ამ სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემების მომარაგებას სასუნთქი აპარატებით, ლაბორატორიული აღჭურვილობით, ნიღბებითა და სხვა აუცილებელი სამედიცინო ინსტრუმენტებით. ამის გარდა, ევროკავშირი 500 მილიონ ევროს მოახმარს პანდემიის ეფექტების დაძლევას აღმოსავლეთ სამეზობლოს სოციალური და ეკონომიკური სტაბილიზაციის გზით.

“ლელო საქართველოსთვის” გამოხატავს თავის უდიდეს მადლიერებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამ ძნელბედობის ჟამს, დღეს კიდევ ერთხელ ცხადად ვხედავთ, თუ ვინ არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარი ქომაგი და ვინ დგას საქართველოს ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე. ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ დავძლევთ ამ პანდემიას და სხვა ყველა გამოწვევას!’’ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.