მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრინვეი: „ტექინსპექტირების რეფორმა გამოწვევის წინაშე დგას“

615f244c9c998
თათია ჩაფიჩაძე
08.10.21 00:15
5746
"გრინვეის" მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში ტექდათვალიერება 202 000-მა ავტომობილმა გაიარა, რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 18 000 ერთეულით ჩამორჩება. როგორც კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეფორმის ამოქმედების პირველი წლის 9 თვეში მათ ქსელში ტექდათვალიერება 220 000-მა ავტომობილმა გაიარა, კოვიდ-2020 წელს, ეს მონაცემი 133 000-მდე შემცირდა.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ რეფორმა გამოწვევის წინაშეა, რაც ადმინისტრირების და საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

„კოვიდის პირობებში ჩვენი ინდუსტრია ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, 2020 წლის მონაცემები 2019 წელთან შედარებით დრამატულად დავარდა, თუმცა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, ჩამორჩენა 10% გვაქვს და იმედს ვიქონიებთ, რომ წლის ბოლომდე მაჩვენებლები გაუმჯობესდება. თუმცა ანალიტიკისთვის აღსანიშნავია, რომ მოლოდინები და გეგმები ინდუსტრიას უფრო ამბიციური ჰქონდა, ვინაიდან იმპორტი და აქტიური ავტოტრანსპორტის რაოდენობა წლიდან-წლამდე 5-7%-ით იზრდება და ეს უნდა ასახულიყო ინსპექტირების რიცხვებში.

რეფორმა გარკვეული გამოწვევის წინაშე მართლაც დგას, ჩვენ გამოვყოფდით სამ ძირითად გამოწვევას, ერთი არის ცნობიერების ამაღლება, მეორე ადმინისტრირების კუთხით პრობლემები და მესამე ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

ცნობიერება ნომერ პირველი გამოწვევაა იმიტომ, რომ 3 წლის თავზე ავტომფლობელებს არ გააჩნიათ ინფორმაცია ინსპექტირების მიზნებზე როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, მათი მხრიდან დიდი რესურსი უნდა ჩაიდოს.
ადმინისტრირებაში გამოვყოფდი იმას, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს სმარტ კამერებით ურჩი ავტომფლობელების ადმინისტრირება და ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო, ვინაიდან ტექნიკური კუთხით ინფრასტრუქტურა გამართულია. ქვეყნის მასშტაბით 2000 სმარტ კამერაა გამართული, რომელსაც ადმინისტრირებაში ჩართვა შეუძლია თუმცა ტექნიკური ტიპის ხარვეზების გამო ეს ვერ ხერხდება.
აუცილებელია ევროპული გამოცდილების გაზიარება ე.წ. საგზაო ინსპექტირების კუთხით, როდესაც ერთობლივი პატრულირება ხდება გამონაბოლქვის, ვადაგადაცილებული ავტომფლობელების მიმართულებით და გზებზე ხდება მათი გამოვლენა, ამას მკვეთრი და მყისიერი გამოსწორება მოჰყვება.“ - აცხადებს ებიტაშვილი.

„გრინვეის“ ინფორმაციით რეფორმის საწყის ეტაპზე ავტომობილების 60-70% ხარვეზდებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებლები 30%-მდეა შემცირებული.